საკრებულოს N11 სხდომა.

28 ივნისს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N11 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე გელა ხოშტარია.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 ივნისის მორიგი N11 სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი თეიმურაზ ნოდია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
3. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ივლისის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი ლევან მელაძე-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content