განცხადება ვაკანსიის შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის #204 დადგენილების შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს ღია კონკურსს 2022 წლის 10 ივნისს. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვაკანსიებზე განცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 ივნისის 24:00 სთ-მდე.
კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ფლობს ქართულ ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისთვის დაწესებულ საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განცხადება უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით;
2. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით;
3. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge)- ,,ჩემი რეზიუმე“-ს ,,დამატებითი დოკუმენტაციის“ ბლოკში კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე დაწესებული საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ღია კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
– აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს ცნობა, შესაბამის სფეროში მუშაობის 2 წლის გამოცდილებით.
4. საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე. (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა) საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის მე-2 ეტაპზე არ დაიშვება.
5. კონკურსის გასაუბრების ეტაპზე მონაწილეებმა უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
6. კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
ა) პირველი ეტაპი მოიცავს საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მიერ კანდიდატთა განცხადებების (აპლიკაციების) გადარჩევას; პირველი ეტაპის შედეგების შესახებ ეცნობებათ კანდიდატებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის www.hr.gov.ge -ს მეშვეობით.
ბ) მე-2 ეტაპი ტარდება გასაუბრების ფორმით. შერჩეულ კანდიდატთან (კანდიდატებთან) გასაუბრებას ატარებს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო კომისია.
დ) გასაუბრება ჩატარდება აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში მისამართზე: უჩა კაჭარავას ქ. #1 (მესამე სართული).
7. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: გოჩა ხურცილავა – 599-85-57-87

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content