ეკონომიკური განვითარების ხედვა

აბაშის მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა

საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება;
პარკების კეთილმოწყობა;
ნარჩენების აღრიცხვის და დახარისხების მართვის სისტემის დანერგვა;
ბუნებრივი აირის მიწოდების სისტემის განვითარება;
ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა;
მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოფლის მეურნეობის ნაწარმის გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება.
საგზაო ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგება;
გარე განათებით მოსახლეობის უზრუნველყოფა;
ქალაქის იერსახის გაუმჯობესება;
კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ორივე სექტორისათვის სასარგებლო პროექტების გამოსავლენად და განსახორციელებლად;
ადგილობრივი პროდუქციისთვის ახალი ბაზრის გახსნა, სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმების მიღწევა;
სახელმწიფოსა და დონორების მიერ ბიზნეს სექტორის ხელშეწყობისთვის პროგრამების ინიცირება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მხარდაჭერა;
საკონსულტაციო ცენტრების განვითარება.
მიწის საკადასტრო მონაცემების განახლება და კატეგორიზაცია მნიშვნელობის მიხედვით ნიადაგის ტიპის და პერსპექტიული დარგის შესაბამისად.
სამელიორაციო სამუშაოების ჩატარება სადრენაჟე არხების რეაბილიტაციის გათვალისწინებით;
ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის შექმნა და სრულფასოვანი დატვირთვა;
ფიტოსანიტარული დაცვის ეფექტური სამსახურის ჩამოყალიბება და შესაბამისი პრეპარატებით უზრუნველყოფა;
მუნიციპალიტეტში არსებული აუთვისებელი და გაველურებული ფართობების გაკულტურება
ფერმერთა უწყვეტი განათლების სისტემის შექმნა;
გადამამუშავებელი საწარმოების რაოდენობის ზრდა;
პრევენციული ჯანდაცვის განვითარება;
პირველადი ჯანდაცვის განვითარება;
მუნიციპალური სოციალური პროგრამების სრულყოფა და განვითარება;
სფეროში დასაქმებულთა პროფესიული დონის ამაღლება;
დონორ ორგანიზაციებთან უფრო მჭიდრო კონტაქტები;
ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების ზრდა სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურის პროექტების მიმართულებით, ობიექტების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის ეტაპობრივი მოგვარებისათვის;
ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
კულტურული ტურიზმის განვითარება;
კულტურის სახლების რეაბილიტაცია;
მუნიციპალიტეტში არსებული ანსამბლების უფრო მეტი ჩართულობა რესპუბლიკურ და საერთაშორისო ღონისძიებებში;
უძრავი ძეგლების ერთიან მონაცემთა ბაზის შექმნა;
მედიის როლის გაზრდა კულტურის განვითარებაში;
ცნობიერების ამაღლების ხელმისაწვდომობა გარემოსდაცვით საკითხებში და საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
ქარსაცავი ზოლების გაშენება;

აქტივობები და პრიორიტეტები
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება.
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება: გზები, ხიდების რეაბილიტაცია.
საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია.
სასმელი წყლის ქსელის მოწყობა სოფლებში.
ნაპირსამაგრი სამუშაოები.
წყალსაწრეტი არხების მოწყობა-რეაბილიტაცია.
მოასფალტებული გზები, რაც ხელს უწყობს, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებას – აღნიშნული წარმოადგენს ეკონომიკის განვითარების წინაპირობას;
ქალაქის ტერიტორიაზე გამართული წყალმომარაგება, სასმელი წყლის შეუფერხებელი მიწოდება;
ქალაქისა და ადმინისტრაციული ცენტრების გარე-განათების სისტემის ფუნქციონირება;
მუნიციპალიტეტის სრული დაფარვა მობილური კავშირგაბმულობის სისტემით;
მეწარმეობის განვითარების პროგრამების განხორციელება დონორი ორგანიზაციების მიერ;
საერთაშორისო რეგიონული პროექტები და ნაწილობრივ განახლებული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა;
სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროებში გამოცდილება და შესაბამისი კადრების არსებობა;
ბიზნესისა და ინვესტიციებისათვის მიმზიდველი საშუალებების არსებობა;
მცირე და საშუალო საწარმოებისათვის გარკვეული მატერიალური ბაზის არსებობა;
საყოველთაო სახელმწიფო სადაზღვევო სისტემა;
მუნიციპალური ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურების პროგრამები;
ადგილობრივ ბიუჯეტში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების არსებობა;
კვალიფიციური კონკურენტუნარიანი პროფესიონალური კადრები.
მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის დაწესებულების ფუნქციონირება (მათ შორის ოჯახის ექიმი);
მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებები;
საბავშვო ბაღებში უფასო მომსახურებები;
მოსწავლეების უფასო ტრანსპორტირება;
მოტივირებული ახალგაზრდები და მათი ჩართულობა ახალგაზრდულ, სპორტულ, კულტურულ აქტივობებში;
რეგიონალურ, რესპუბლიკურ და მსოფლიო დონეზე წარმატებული სპორტსმენების ყოლა;
მჭიდრო კავშირები სპორტის სამინისტროსთან, ფედერაციებთან, შემოქმედებით გაერთიანებებთან;
მასობრივი, კულტურულ-სპორტული, სახალხო დღესასწაულების სიმრავლე, ტრადიციად დამკვიდრება;
მუნიციპალიტეტში არსებული ანსამბლების რესპუბლიკურ და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა, დაფინანსება;
ისტორიისა და კულტურის ძეგლებთან მოწესრიგებული მისასვლელი გზები;
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის პრაქტიკა;
ადგილობრივი ნარჩენების მართვის მუნიციპალური სტრატეგია
სხვადასხვა სახის აუთვისებელი წიაღისეულის მარაგები.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content