მერის პირველი მოადგილე
ირაკლი პერტენავა დაიბადა 1990 წლის 4 აგვისტოს. დაამთავრა თბილისის კერძო სკოლა „გოეთე“. სწავლა გააგრძელა კიევის სლავისტიკურ უნივერსიტეტში . ასევე სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 2011 წელს.
2012-2015 წლებში მუშაობდა კერძო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე .
2013-2014 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები აფხაზეთისთვის“ თავმჯდომარე.
2015-2017 წლებში მუშაობდა კომპანია „კომფორტის“ დირექტორად.
2017 წელს მუშაობდა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად.
2018 წელს მუშაობდა აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ .
2019 წლიდან არის აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე.
მერის მოადგილე
გიგლა ჯვარელია დაიბადა 1990 წლის 23 იანვარს.
დაამთავრა აბაშის N1 საშუალო სკოლა-გიმნაზია.
სწავლა გააგრძელა საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 2012 წელს. მიენიჭა აგროინჟინერიის აკადემიური ხარისხი სოფლის მეურნეობის მექანიზაციის სპეციალობით.
2012-2015 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში.
2015-2019 წლებში მუშაობდა სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოში“ სხვადასხვა პოზიციაზე.
2020-2021 წლებში მუშაობდა სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორად.
2022 წლიდან არის მერის მოადგილე.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.