გიგა გაბელაია დაიბადა აბაშაში 1977 წლის 1 მაისს.
დაამთავრა N1 საშუალო სკოლა-გიმნაზია. სწავლა გააგრძელა თბილისის მართვის ინსტიტუტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1999 წელს. პროფესიით იურისტია.
2014-2015 წლებში მუშაობდა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად;
2015-2019 წლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის თანამდებობაზე;
2019 წლიდან სსიპ სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონალური მენეჯერი იყო.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
გიგა გაბელაიას აქვს, როგორც სახელმწიფო, ასე კერძო და საბანკო სექტორში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება.