მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა

აბაშის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს:

გერბის ფარი გადაკვეთილია და ქვემოთ გაკვეთილი იყოფა სამ ნაწილად: I ნაწილი – ვერცხლის ველზე ლაჟვარდის ხმალი, რომლის ზემოთ მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ჯვარი; II ნაწილი – ლაჟვარდის ველზე ოქროს საწმისი; III ნაწილი – მწვანე ველზე ხუთი ოქროს თავთავი. მწვანე ველს ზემოთ და ქვემოთ კვეთს სამი შემცირებული, ტალღოვანი ვერცხლის სარტყელი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი, ქონგურებიანი გალავანი (ციხე–სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ–ლაჟვარდ ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „აბაშა“.

 

 

 

აბაშის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს:

დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი სამ ნაწილად. დროშის პირველი  ნაწილი წარმოადგენს ლაჟვარდის ველს და უჭირავს დროშის სიგანის 1/5.  მეორე ნაწილი (დროშის ცენტრალური ნაწილი) წარმოადგენს თეთრ ველს, რომელზეც გამოსახულია მეწამული ვარსკვლავი და უჭირავს დროშის  სიგანის 3/5. მესამე  ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს და უჭირავს დროშის სიგანის 1/5.

დროშის პროპორციაა 2/3.

 

 

ჩამოტვირთე მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის დამტკიცების დოკუმენტი

Skip to content