დაძმობილებული ქალაქები

აბაშის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებულია პოლონეთის ქალაქი გაშოვიცე (Gaszowice).
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ გაშოვიცეს (Gaszowice) მერიას შორის შედგა თანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას განათლების, კულტურის და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში, მხარეები ვალდებულებას იღებენ, ხელი შეუწყონ ორ ქალაქს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით ითანამშრომლონ ტურიზმის განვითარების სფეროში და დანერგონ აქტივობები.
პარტნიორობა საზოგადოების წევრებს დაეხმარება საქმიანი და პირადული ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაში.

ახალი და საინტერესო პროექტების შექმნისა და ურთიერთობების, ახლო კომუნიკაციისა და ეკონომიკური განვითარების, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ტრადიციების გაღრმავების მიზნით მიმდინარეობს მოლაპარაკება შემდეგ ქალაქებთან:

1. ბელორუსიის ქალაქი – ნესვიჟი
2. უკრაინის ქალაქი – ბოიარკა

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content