გილოცავთ სტუდენტობას

ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ სტუდენტობას, ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, ცხოვრების გზაზე გადადგმულ პირველ წარმატებულ ნაბიჯებს, რომელიც თქვენი განვლილი გზის ერთგვარი შეჯამება და მომავლის საფუძველია.
ეს უძვირფასესი ხანა იქნება თქვენს ცხოვრებაში, წარმატებით უნდა დაეუფლოთ მეცნიერულ საფუძვლებს, პროფესიულ უნარებს. განათლება ყველაზე პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი მომავლისათვის. განათლებული ახალგაზრდობა უდიდესი ძალაა ქვეყნისთვის. ჩვენ ერთიანი ძალით უნდა ავაშენოთ წარმატებული სახელმწიფო.
დარწმუნებული ვარ, კვლავ ბევრჯერ ასახელებთ ჩვენს მუნიციპალიტეტს და უფროს თაობასთან ერთად დიდ წვლილს შეიტანთ ქვეყნის აღმშენებლობაში.
გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content