სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიასთან სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. თითქოს სიმბოლურია, ტკივილისა და იმედის, ცრემლისა და სიხარულის, დაცემისა და ამაღლების დღეა.
ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს!
გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი