პარლამენტის კულტურის კომიტეტთან შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილეებთან, შესაბამისი სამსახურებისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ელისო ბოლქვაძეს, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ირაკლი მეზურნიშვილს, კომიტეტის წევრს, ბაია კვიციანს და პარლამენტის წევრს, ლევან მგალობლიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც დიალოგის რეჟიმში გაიმართა, სახელოვნებო სფეროს გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს, უშუალოდ დარგის სპეციალისტების მხრიდან მოისმინეს სახელოვნებო განათლების მდგომარეობა აბაშის მუნიციპალიტეტში.
სახელოვნებო სფეროს პედაგოგებმა ასევე ისაუბრეს ინფრასტუქტურულ საკითხებზე, ყურადღება გამახვილდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ხელმისაწვდომობაზე.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა სახელოვნებო სფეროს მოღვაწეებთან აბაშაში. კულტურის კომიტეტი ამზადებს სახელოვნებო განათლების რეფორმას. ეს რეფორმა არის ძალიან კომპლექსური, რთული პროცესი. ძალიან მალე დავიწყებთ განხილვებს. ყველა რეგიონს, ყველა კუთხეს განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს ამ მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ სპეციფიკის გაცნობა“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, გიგა გაბელაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია კულტურის კომიტეტის აქტიურობა რეგიონებში, მისასალმებელია საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მხრიდან ამ სახის ჩართულობა, საკითხების განხილვა, რაც ძალიან დაეხმარება აბაშის მუნიციპალიტეტს პრობლემების იდენტიფიცირებასა და მოგვარებაში.
დღეს, პანელურ დისკუსიაში სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც სენაკში გაიმართება, აბაშის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო განათლების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content