საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, აბაშის მუნიციპალიტეტში, სამიქაოში, კეთილარში, ნაესაკოვოსა და სუჯუნაში ახალი საბავშვო ბაღები აშენდება.
სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 5 108 000 ლარით ფინანსდება.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება, მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და გათვალისწინებული იქნება ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები.
ახალ სასწავლო წელს სააღმზრდელო პროცესი სამიქაოში, კეთილარში, ნაესაკოვოსა და სუჯუნაში 50 აღსაზრდელზე გათვლილ ახალ საბავშვო ბაღის შენობებში დაიწყება.
მსგავსი ინფორმაცია:

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ, მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

მუსიკალური სპექტაკლის ჩვენება გაიმართა

გილოცავთ სტუდენტობას, როგორც აბაშის, ასევე სრულიად საქართველოს ახალგაზრდობას

აბაშის მუნიციპალიტეტში ქართული ცეკვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ქართული ენის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

პირველ საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

მარანში N5 ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება დასრულდა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა

აბაშაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე ცხენის წყალი ადიდდა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაცნობა

