ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

დღეს დასრულდა ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები, რომელიც ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, 8 დღის განმავლობაში აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარეობდა.
დასკვნით შეხვედრას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის პირველი მოადგილე ირაკლი პერტენავა, მოადგილე გიგა ჯვარელია, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ტაგუ გეგეჭკორმა შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მონაწილეები პირადად გაეცნენ ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს, პარლამენტის მორიგ არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული. შეხვედრების ფარგლებში, ასევე გაიმართა იმიტირებული კენჭისყრაც და დაინტერესებულმა პირებმა პრაქტიკაში გამოსცადეს – ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა.
აღნიშნულ შეხვედრებს ასევე მერიის, საკრებულოსა და ააიპ-ების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content