იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან ერთად, მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოქალაქეები ესწრებოდნენ.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ლევან გვენეტაძემ, იურისტ-ანალიტიკოსმა თამარ ნაჭყებიამ, რეგიონულმა მენეჯერმა მაგდა ხამხაძემ, შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის სერვისების მიღება არის შესაძლებელი იურიდიული დახმარების სამსახურში, ვის და სად შეუძლია ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციითა და საადვოკატო მომსახურებით, რა კრიტერიუმები განსაზღვრავს ბენეფიციარებისათვის სერვისების მიწოდებას. ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტის სოფლებში მობილური საკონსულტაციო ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები.
ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ: იურისტ-ანალიტიკოსი, რევაზ ლაღიძე, კონსულტანტი სალომე ჯანჯღავა, ფოთის ბიუროს უფროსი ნათია ბოჯგუა.
იურიდიული დახმარების სამსახური უფასო მომსახურებას უზრუნველყოფს ბიუროების, საკონსულტაციო ცენტრებისა და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის მეშვეობით.
შეხვედრის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტებმა მობილური საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწიეს მოქალაქეებს, რომლებსაც სხვადასხვა სამართლებრივი საკითხები აინტერესებდათ მიწის რეგისტრაცია, საბანკო ხელშეკრულებები, მომხმარებელთა უფლებები და სხვა საკითხები.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content