სამხატვრო განყოფილების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიხსნა

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლაში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამხატვრო განყოფილების (პედაგოგი შაქრო ტყვაცირია) მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენის გახსნას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან, კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსთან, შალვა დარცმელიძესთან ერთად ესწრებოდა.
გამოფენაზე წარმოდგენილია აბსტრაქციული და რეალისტური ნახატები, შესრულებული ფერწერაში.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პატარა მხატვრები ხელოვნების საფუძვლებს ეცნობიან, სწორედ აქ ეზიარებიან ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობას, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშებს, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ამ ღირსეულ საქმეს, ახალგაზრდა ხელოვანების წარმოჩენას, მათ განვითარებას. მსგავსი სახის ღონისძიებები ასევე მნიშვნელოვანია სახელოვნებო სკოლების მოსწავლეთა შემოქმედებითი დონის ამაღლებისა და ურთიერთობის განმტკიცებისათვის“,-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
პატარა მხატვრებმა თითოეული ნახატის შესახებ ისაუბრეს, სამახსოვროდ მერს აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების ფერწერული სურათები გადასცეს.
ფერწერაში შესრულებული სხვადასხვა ჟანრის 50-მდე ნახატის გამოფენა 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content