აბაშელი ფეხბურთელები პროფესიულ ლიგაში ითამაშებენ

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, აბაშელი ფეხბურთელები პროფესიულ ლიგაში ითამაშებენ.
პლეი-ოფის ფინალურ ეტაპზე საფეხბურთო კლუბი „ზანა“ თბილისის “იუჯი 35”-ს დაუპირისპირდა.
დაძაბულ თამაშში „ზანამ“ 2-1 გაიმარჯვა და მოიპოვა 2024 წლის ლიგა 4-ში მონაწილეობის უფლება.
2023 წლის სეზონში, სადაც აბაშის „ზანა“ ასპარეზობდა რეგიონულ ლიგაში (დასავლეთი) „გ“ ჯგუფში, სატურნირო ცხრილში გავიდა მეორე ადგილზე (24 თამაში, 19 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება, 61 ქულა).
ვულოცავთ სრულიად აბაშას, ვულოცავთ ფეხბურთელებს დამსახურებულ მოგებას და ვუსურვებთ შემდგომ დიდ წარმატებებს!

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content