კულტურის ცენტრთან არსებული ბენდის სოლო კონცერტი გაიმართა

დღეს კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში, კულტურის ცენტრთან არსებული ბენდის (ხელმძღვანელი გოგიტა კიზირია) სოლო კონცერტი გაიმართა.
ბენდი მაყურებლის წინაშე განსხვავებული შემადგენლობით, მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგა.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.
მაყურებელი განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ფოლკლორულ და თანამედროვე სიმღერებს.
კონცერტზე გაჟღერდა აფხაზური, სვანური, აჭარული, მეგრული და სხვა მუსიკალური ნომრები.
კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის უფროსმა, ლადო ავალიანმა, ბენდის წევრებმა გიგა გაბელაიას მადლობა გადაუხადეს გამართული საღამოს მხარდაჭერისათვის.
წარმატებებს, ახალ შემოქმედებით მიღწევებს ვუსურვებთ მუსიკალურ ბენდს.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content