საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

აბაშის მუნიციპალიტეტში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
საახალწლოდ, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი, ცენტრალური ქუჩა, მიმდებარე ტერიტორიები, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით აბაშის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული ილუმინაციებით და სხვადასხვა დეკორაციული სანათებით მოირთო.
ცერემონიალს შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ახალი ენერგიით და დიდი სიყვარულით ვხვდებით 2024 წელს. დღეს საზეიმოდ ავანთეთ საახალწლო ნაძვის ხე, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ჩვენი ქალაქისთვის გადმოცემული საახალწლო ილუმინაციებით მოირთო ქალაქი, რამაც განსაკუთრებით გაალამაზა ყველაფერი, უფრო განათებულია და განწყობაც შესაბამისი აქვთ აბაშელებს. ახალი წელი იქნება ახალი აღმშენებლობის, განვითარების, წინსვლის წელი, იქნება მოსახლეობის კეთილდღეობაზე გათვლილი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების წელი. უღრუბლო ცა და ბედნიერი მომავალი მინდა ვუსურვო ჩვენს პატარებს. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ“,-მიმართა ღონისძიების მონაწილეებს გიგა გაბელაიამ.
კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ანსამბლებმა, ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, საახალწლო კონცერტი გამართეს.
პატარებს ეს დღე გაულამაზეს, ქუთაისის სადღესასწაულო ცენტრ ,,პუნბოს” ანიმაციურმა გმირებმა.
საღამო ულამაზესი ფეიერვერკით დასრულდა.
საახალწლო დღეები გრძელდება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content