ვაჟა-ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლის დარბაზში, ვაჟა-ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, ,,შვლის ნუკრის ნაამბობი 140 წლისაა“, გაიმართა.
საღამოს ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები.
ღონისძიებაზე ვაჟას შემოქმედებასა და მის უკვდავ ნაწარმოებზე -,,შვლის ნუკრის ნაამბობზე“ ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ესეები, ჩანახატები. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პატარა მხატვრები სხვადასხვა სკოლიდან. მათი დავალება იყო_ ,,მე რომ ,,შვლის ნუკრის ნაამბობის“ წიგნის ილუსტრატორი ვიყო, როგორ გავაფორმებდი ყდას“. ღონისძიების მონაწილეებმა შეაფასეს ბავშვების მიერ ადგილზე შესრულებული ნამუშევრები. სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებები, საღამოს მონაწილეებს გადაეცათ სიგელები.
ღონისძიება განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content