ახალი წლის დღეები აბაშაში

აბაშის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა.
მთელი დღის განმავლობაში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა, რომელიც ყველა თაობის ადამიანზე იყო გათვლილი. მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები, გაიმართა ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა.
აბაშელებს, მობრძანებულ სტუმრებს, შობა-ახალი წელი მიულოცა, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ.
ღონისძიებაზე საკონცერტო პროგრამით წარსდგნენ: ანსამბლი „გორდელა“, ოთო ნემსაძე და ჯგუფი “LIMBO”. ქართული ლიგის ჩემპიონი, აბაშის იუმორისტული გუნდი “სულგუგუნი”.
ახალი წელი აბაშელებს „მრავალჟამიერით“ მიულოცა კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ანსამბლმა „ჰარირამ“.
ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content