საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მორიგი ეტაპი იწყება

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მორიგი ეტაპი იწყება.
უახლოეს პერიოდში 13 კმ-მდე გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.
ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება შემდეგ ტერიტორიებზე:
სოფელ სუჯუნაში, საბაღათურიოს უბანში, N2 ქუჩაზე.
სოფელ სეფიეთში N9, N10 და N4 ქუჩაზე.
სოფელ ზანათში სამიმინოშვილოს უბანში N8 ქუჩაზე.
სოფელ ქვიშანჭალაში N1 და გაუწყინარის N2 ქუჩებზე.
სოფელ მაცხოვრისკარიდან სოფ. ძველი აბაშის მიმართულებით.
სოფელ კეთილარში N6 და N7 ქუჩები რკინა-ბეტონის საფარით მოეწყობა.
პროექტის განხორციელებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 3 767 258 ლარი დაიხარჯება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content