გილოცავთ სკოლის დამთავრებას

ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
აბაშის მუნიციპალიტეტში დღეს სკოლა 159-მა ახალგაზრდამ დაამთავრა, 27 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს მუნიციპალიტეტს.
უძვირფასესი ხანა იწყება თქვენს ცხოვრებაში, ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, ცოდნისა და განვითარების ახალი პერსპექტივებით. დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომისმოყვარეობით, კარგი სწავლით, უდიდეს წვლილს შეიტანთ ქვეყნის აღმშენებლობაში. თქვენი მიზანსწრაფვა, ენერგია, ცოდნა, ინოვაციური მიდგომები დადებითი ცვლილებების გარანტიაა.
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ხარისხიანი განათლება მიიღოთ და თქვენი ხედვები და იდეები რეალობად იქცეს.
გილოცავთ კიდევ ერთხელ და მთელი გულით გისურვებთ ბედნიერ და საინტერესო ცხოვრებას. თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ!
გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content