აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ცივი შესხურებით წამლობა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამონიტორინგო ჯგუფების მიერ, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მავნებლის გავრცელების ზუსტი არეალის დადგენის და მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მიმდინარეობს ტერიტორიების ცივი შესხურებით წამლობა.
სასოფლო-სამეურნეო (საყანე) მასივების მიმდებარე ტყე-ბუჩქნარებისა და ჯაგნარების შეწამვლითი ღონისძიებები აბაშის მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის სოფლის მეურნეობის განყოფილებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით ხორციელდება.
ამ ეტაპისათვის დამუშავებულია ანჯერის მასივების, ქალაქის, ნაესაკოვოს, ნორიოს, ტყვირის, პ. მაისის, ქოლობნის, მარნის, კეთილარის საყანე მასივების მიმდებარე ტერიტორიები.
ამინდის გათვალისწინებით, დარჩენილი ადმინისტრაციული ერთეულების საყანე მასივების მიმდებარე ტერიტორიების ცივი შესხურებით წამლობა გაგრძელდება.
უახლოეს დღეებში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლითი ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდება.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content