გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.
კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის, ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
ა(ა)იპ „სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულების“ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა სხვადასხვა სახის სახალისო აქტივობა, მუსიკალური კომპოზიციები და მოძრავი თამაშები წარმოადგინეს.
პატარების განწყობაზე იზრუნეს აბაშის ბავშვთა გასართობი ცენტრ „მინიონის“ მხიარულმა ანიმატორებმა, ზღაპრის გმირებმა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, ა(ა)იპ “აბაშის სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულების” და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content