სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს მაიდნის, გეზათისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში. პროექტის მიხედვით ადგილზე ეწყობა ხელოვნური საფარი, სპორტული ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდება გარე განათება, ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები.
მიმდინარე სამუშაოებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან, იასონ კიზირიასთან და ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსთან, ლევან მელაძესთან ერთად გაეცნო.
მიმდინარე წელს სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის 326 000 ლარი დაიხარჯება. მნიშვნელოვანია, რომ უკვე მოეწყო სტადიონები დავით კაჭარავას ქუჩაზე და პოლიციის მიმდებარედ, თავისუფლების ქუჩაზე. პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა დაზიანებული სპორტული ინვენტარი და ბალახის ხელოვნური საფარი. განახლდა ლითონის მავთულბადიანი ღობე, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები სრულად რეაბილიტირდა.
„განახლებული ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას, შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა კი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მიმდინარეობს და იგეგმება არაერთი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება,“-განაცხადა გიგა გაბელაიამ.
სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელები პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content