ღვაწლმოსილ პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგებთან კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში შეხვედრა გაიმართა.
საღამოს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე, გიგა ჯვარელია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მერაბ მიგინეიშვილი, პედაგოგები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„განუსაზღვრელია თქვენი როლი მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში, მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც განვითარებული, დემოკრატიული და ძლიერი ქვეყნის საწინდარია. მადლობას გიხდით მაღალი პროფესიონალიზმისა და ღვაწლისთვის, ქვეყნის წარმატებას განათლების ხარისხი წარმოადგენს.
ჩვენი ღირსეული მომავალი ხომ საკლასო ოთახიდან იწყება, სადაც ხდება ღირსეული თაობების აღზრდა.
მთავრობის მხრიდან სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან ერთად, მასწავლებელთა მხარდაჭერისა და მათი პროფესიის დაფასების მიზნით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და პედაგოგებისთვის უკეთესი პირობების შექმნა, ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ჩვენს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 2 ახალი სკოლის მშენებლობა, მიმდინარეობს სამი სკოლის რეაბილიტაცია, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ იზრდება საჯარო სკოლების პედაგოგთა შრომითი ანაზღაურება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, გასულ წელს, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე და ეროვნული პრემია დაწესდა.
ახლა თქვენ გეძლევათ საშუალება, მონაწილეობა მიიღოთ ამ ღირსეული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში, რათა დაფასდეს თქვენი ღვაწლი“,-აღნიშნა გიგა გაბელაიამ თავის გამოსვლაში.
ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით. 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 22 აპრილის დაიწყო და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, გიგა გაბელაიას გადაწყვეტილებით, განათლების სფეროში ხანგრძლივი, ნაყოფიერი და შემოქმედებითი საქმიანობისათვის მერის მადლობის სიგელი გადაეცა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, მერაბ მიგინეიშვილს. ასევე, მერის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა 22 ღვაწლმოსილი პედაგოგი: ნინო მიქაძე, წარდგენილია მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე (მაიდნის საჯარო სკოლა), მაყვალა ბაღათურია, წარდგენილია მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე (ქოლობნის საჯარო სკოლა), რუსუდან რუსია (პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი), თამაზ შენგელია (ქოლობნის საჯარო სკოლა), ლუიზა ოჩიგავა (სეფიეთის საჯარო სკოლა), რუსუდან გიგინეიშვილი-გიორგაძე (პირველი მაისის საჯარო სკოლა), ელეონორა ჩიქოვანი (ტყვირის საჯარო სკოლა), ნანა ცოტაძე (ნაესაკოვოს საჯარო სკოლა), თამთა ძველაია (ნოღოხაშის საჯარო სკოლა), სვეტლანა ბოკუჩავა (მაცხოვრის კარის საჯარო სკოლა), ბაგრატ ჩაგანავა (კეთილარის საჯარო სკოლა), ჰაიდა გაბუნია (ძველი აბაშის საჯარო სკოლა), შუშანიკა კაჭარავა (კვათანის საჯარო სკოლა), ქეთევან ანდრიაძე (მეორე საჯარო სკოლა), იზაბელა გაბუნია (გეზათის საჯარო სკოლა), დოდო გაბელაია (ეწერის საჯარო სკოლა), ნარგიზი ფირცხალავა (სამიქაოს საჯარო სკოლა), რუსიკო მუმლაძე (წყემის საჯარო სკოლა), ქეთევან შელია (მარნის საჯარო სკოლა), სვეტლანა ანთია (სუჯუნის საჯარო სკოლა), მანანა თელია ( გაუწყინარის საჯარო სკოლა), გოჩა ხურცილავა (საგვაზაოს საჯარო სკოლა).
საღამო მუსიკალურად გააფორმეს კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა.
ღონისძიება მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content