აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებულ მეგობრობასა და ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებზე, განიხილეს აბაშის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი და ეკონომიკური შესაძლებლობები.
გიგა გაბელაიამ ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს, მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის საპატიო ჯილდო გადასცა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს „მაშავის“ დირექტორი, გიორგი ჟღენტი.
ვიზიტის ფარგლებში ჰადას მეიცადმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთან ერთად, სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში, სინაგოგა და ებრაული სასაფლაო მოინახულა.
ჰადას მეიცადმა გამოთქვა მზაობა, რომ ხელი შუწყოს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას და ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.