„ახალგაზრდული დღეები -აბაშა 2024“ დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდული დღეები -აბაშა 2024“ დაიწყო.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა: მკლავჭიდში, მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკში, ნარდსა და სპორტის პარალიმპიურ სახეობა „ბოჩაში“. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
ასევე, დაიწყო ახალგაზრდული ჩემპიონატი მინი ფეხბურთში. ჩემპიონატში ადმინისტრაციული ერთეულებიდან 16 გუნდი მონაწილეობს. საფინალო შეხვედრა გაიმართება 22 აგვისტოს. გამარჯვებულ გუნდს თასი და სიგელი გადაეცემა.
დღის ბოლოს, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, დიჯეი BIGX-თორნიკე გელაშვილი წარსდგა ელექტრონული მუსიკის მოყვარული ახალგაზრდების წინაშე.
„ახალგაზრდული დღეები -აბაშა 2024“-ის გახსნას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ახალგაზრდული დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი აბაშელი ახალგაზრდები, სტუდენტები და ქალაქის სტუმრები. მათ წინ საინტერესო და მრავალმხრივი პროგრამა ელით.
„ახალგაზრდული დღეები -2024“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს.
ღონისძიების მიზანია აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში, ახალგაზრდების თავისუფალი დროის გონივრულად, საინტერესოდ და სწორად ორგანიზება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content