ევროპის სასკოლო სპორტული კვირეული აღინიშნა

აბაშის მუნიციპალიტეტში ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ევროპის სასკოლო სპორტული კვირეული აღინიშნა.
ევროპის სპორტის კვირეულში საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მთელი კვირის განმავლობაში აქტივობები ჭადრაკში, ძიუდოში, ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბალახის ჰოკეიში მიმდინარეობდა.
ევროპის სპორტის კვირეულში მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.
“ევროპის სპორტის კვირეული“, რომელიც 23-29 სექტემბრის ჩათვლით იმართება, ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content