საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს კომპიუტერები აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ და აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ნატალია გელიტაშვილმა გადასცეს. ასევე, სკოლების დირექტორებს წარმატებული და მოტივირებული მოსწავლეების აღზრდისთვის, აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრისგან მადლობის სიგელები გადაეცათ.
პროგრამის ფარგლებში დაჯილდოვდა 27 წარჩინებული მოსწავლე.
პროგრამას ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა.
პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
მოსწავლეების დაჯილდოებას მერიის სამსახურების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, მშობლები, პედაგოგები, სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content