სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე გელა ხოშტარია.
საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 19 ნოემბრის მორიგი N18 სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის დაწყების შესახებ.
მომხსენებელი დავით ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
3. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2024 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 თებერვლის N7 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე .
4. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2024 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 თებერვლის N8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი დათო თოფურია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის მუნიციპალური ქონებისა და ადგილობრივი მოსაკრებლის განყოფილების უფროსი.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესრულების შესახებ.
მომხსენებელი თეიმურაზ ნოდია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
6. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში 2024 წლის 9 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი მანანა ჯღარკავა – აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი.






