ლიტერატურული საღამო გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში ცნობილი პოეტისა და ალექსანდრე აბაშელის დაბადებიდან 140-ე წლისთავისადმი (1884-1954) მიძღვნილი ლიტერატურული საღამო, ,,მგოსნის გონება სარკეა სულისა“, გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საჯარო სკოლების მოსწავლეები, კულტურის ცენტრისა და ხელოვნების სკოლის ახალგაზრდა შემსრულებლები. ახალგაზრდებმა წაიკითხეს ალექსანდრე აბაშელის ლექსები, ჩანაწერები, მისადმი მიძღვნილი წერილები, სტატიები, მოგონებები.
შემოქმედებით საღამოს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, პოეტის შემოქმედების თაყვანისმცემლები.
ღონისძიება მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ალექსანდრე აბაშელი (ჩოჩია) აბაშაში დაიბადა, სწავლობდა აბაშის სკოლაში. მის კალამს ეკუთვნის ლექსები, მოთხრობები და რომანები, კრიტიკული წერილები. მისი რედაქციით გამოვიდა ვაჟა-ფშაველას თხზულებათა პირველი სრული კრებული.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content