სამხატვრო განყოფილების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიხსნა

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლაში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამხატვრო განყოფილების (პედაგოგი შაქრო ტყვაცირია) მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენის გახსნას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან, კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსთან, შალვა დარცმელიძესთან ერთად ესწრებოდა.
გამოფენაზე წარმოდგენილია აბსტრაქციული და რეალისტური ნახატები, შესრულებული ფერწერაში.
პატარა მხატვრებმა თითოეული ნახატის შესახებ ისაუბრეს, სამახსოვროდ მერს ფერწერული სურათები გადასცეს. სამხატვრო განყოფილების 32 მოსწავლის ფერწერაში შესრულებული სხვადასხვა ჟანრის 60-მდე ნახატის გამოფენა 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ პატარა მხატვრებისთვის მიცემული პირობა შეასრულა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელოვნების სკოლის სამხატვრო განყოფილებას მოლბერტები, ფუნჯები, სახატავი ტილოები და სხვა სამხატვრო ხელსაწყოები შეუძინა.
გიგა გაბელაიამ წარმატებები უსურვა მოსწავლეებს, ხელმძღვანელს შაქრო ტყვაცირიას და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ხელოვნების სკოლა აცნობს და აყვარებს მოსწავლეებს ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობას, ქართული ხელოვნების ნიმუშებს, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და სახელოვნებო განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content