უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

აბაშის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
ძლიერმა წვიმამ ზიანი მიაყენა ადმინისტრაციულ ერთეულებს. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები, შიდა საუბნო გზები.
სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. კოვზა ნაპირებიდან გადმოვიდა და დატბორა მიმდებარე ტერიტორია, არსებულ ვითარებას ადგილზე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან ერთად გაეცნო. ადგილზე იმყოფებოდნენ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ვერულაშვილი და მერის წარმომადგენელი სამიქაო-მაიდანში ზაზა ვეკუა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში აბაშის კეთილმოწყობის სამსახურის სპეციალური ტექნიკაა ჩართული.
ასევე, სტიქიის ადგილებზე მუშაობენ სხვა მუნიციპალური სამსახურები და სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს, აბაშის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე მაშველები.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content