ბიუროს N37 სხდომა.

11 დეკემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი ბიუროს N37 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე გელა ხოშტარია.
ბიუროს სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტში ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ.
მომხსენებელი გია კუცია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში 2024 წლის 9 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიში 2024 წლის 9 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ
მომხსენებელი ტატიანა ხოშტარია -აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content