სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე გელა ხოშტარია.
საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 დეკემბრის მორიგი N20 სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2. აბაშის მუნიციპალიტეტში ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ.
მომხსენებელი იასონ კიზირია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში 2024 წლის 9 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი დიმიტრი ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიში 2024 წლის 9 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ
მომხსენებელი ქეთევან ნაჭყეპია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსი.






