საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა.

23 დეკემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობის გაზრდის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობის გაზრდის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს დამტკიცებული აბაშის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის განხილვის თაობაზე.
მომხსენებელი დავით ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content