საახალწლო დღეები იწყება

აბაშაში საახალწლო დღეები იწყება – დღეს ქალაქის ნაძვის ხე აინთება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საახალწლო ღონისძიებების – ,,ახალი წლის დღეები საქართველოში”-ფარგლებში, სანახაობრივად დატვირთული საახალწლო აქტივობები გაიმართება.
სამზადისი დასასრულს უახლოვდება: ქალაქის განახლებულ მოედანზე მოწყობილია სხვადასხვა დეკორაციები, განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
საღამო კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.
ღონისძიება 14:00 სთ-დან დაიწყება.
“ახალი წლის დღეები” საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს უკვე მეოთხედ იმართება.
გელოდებით საახალწლო ქალაქში!
ერთად შევიქმნათ საახალწლო განწყობა!

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content