აბაშის მუნიციპალიტეტში მთავარი ნაძვის ხე აინთო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საახალწლო ღონისძიებების – „ახალი წლის დღეები საქართველოში“ – ფარგლებში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საახალწლო სოფელი, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები მოეწყო.
გაიმართა კოსტუმირებული ორკესტრისა და ზღაპრების გმირების მსვლელობა.
საღამო გალა კონცერტით და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.
გალა კონცერტში მონაწილეობდნენ: ნათია დევდარიანი, მირზა მოდებაძე, სოფო პაპუაშვილი, თიკა ჯამბურია, ირინა ბაირამაშვილი, ზუკა ხუციშვილი.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პარლამენტის წევრი, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი, ილია ინჯია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.