,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საერთო კრებები/კონსულტაციები აბაშის მუნიციპალიტეტში სეფიეთის, ონტოფოსა და ძვ. აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
ონტოფოს ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან, მოადგილე გიგა ჯვარელიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტისთვის 500 000 ლარია გამოყოფილი.
თითოეულმა სოფელმა, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.
ადგილობრივი მაცხოვრებლები, ხმათა უმრავლესობით, თავად წყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.
შეხვედრები უკვე გაიმართა ზანათის, სუჯუნის, წყემის, ტყვირის, ნაესაკოვოს, ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 20 თებერვალს დასრულდება.













