„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

აბაშის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს ბოლო შეხვედრა ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში გამართეს.
პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად, საერთო კრებები და კონსულტაციები 8 თებერვალს დაიწყო. 15 ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ შეხვედრებზე 35 სოფლის მოსახლეობის პრიორიტეტული საჭიროებები გამოვლინდა, რაც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს განახორციელოს პროექტები, რომლებიც რეალურ ცვლილებებს მოახდენენ სოფლებში. მოსახლეობასთან გამართული შეხვედრებზე, პირდაპირი კომუნიკაციის შედეგად, დეტალურად მოხდა სოფლების საჭიროებების შესწავლა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიები გახლდათ: სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები და ა. შ), სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა, ხიდები, ცხაურები, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი, სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე, სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით, წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი, სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა, გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.
აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 500 000 ლარი დაიხარჯება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება და მისი მიზანია ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრა და განხორციელება. მოსახლეობის ჩართულობით შერჩეული პროექტები ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და საცხოვრებელი პირობების განვითარებას სოფლებში.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content