აბაშის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან დილიდან ინტენსიურად იწმინდება სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელები, ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზები.
გაწმენდით სამუშაოებში მუნიციპალური სამსახურებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთვნილი ტექნიკაა ჩართული. ამ წუთებამდე მუშაობს ა(ა)იპ აბაშის „კეთილმოწყობის“ სამსახურის ტექნიკა. განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები.
ელექტროენერგია სრულად მიეწოდება ადმინისტრაციულ ერთეულებს.







