აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემები. ისაუბრეს მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის გზებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. „ისევე როგორც მთელ საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტშიც ზარალის შესწავლა დაწყებულია. მნიშვნელოვანია, რომ სწორად განვსაზღვროთ მხარდაჭერის საჭიროება და დროული გადაწყვეტილებები მივიღოთ, პრიორიტეტი მოქალაქეებზე ზრუნვაა, ამიტომ მიმდინარეობს არაერთი პროექტი, ეს იქნება სოციალური, ინფრასტრუქტურული, კულტურული თუ საგანმანათლებლო კუთხით, რომელიც მოქალაქეებზეა მორგებული და გამომდინარეობს მათი საჭიროებებიდან, მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია, თითოეული პროექტის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში, “-განაცხადა შეხვედრაზე გიგა გაბელაიამ.
სამუშაო შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მოსახლეობის მიერ შერჩეული საპროექტო წინადადებების შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება, საკრებულოს მიერ პროექტების დამტკიცების შემდეგ სამუშაოების განსახორციელებლად მომზადდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
აბაშის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“, ფარგლებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 500 000 ლარი დაიხარჯება.
მერის, გიგა გაბელაიას თქმით, აუცილებელია, საჭიროებების შესახებ ინფორმაციების დროული წარმოდგენა, რომ კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს თითოეული მოქალაქის პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მოტანას, მათი განხილვისა და გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას.








