მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა.
სამუშაო შეხვედრაზე შეაჯამეს გასულ წელს განხორციელებული მუნიციპალური პროგრამები, აღინიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობა.
„აბაშის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა. მუნიციპალიტეტის მერია განაგრძობს პროგრამებში მონაწილე სოციალურად დაუცველი და მიზნობრივი ჯგუფების ფინანსური და სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. მუდმივად გაგრძელდება ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება“,-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები. მოქალაქეები 2025 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული 18 მუნიციპალური სოციალური პროგრამით სარგებლობენ. მიმდინარე წელს ,,შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე ბავშვთა ხელშეწყობის პროგრამით“ მოსარგებლეებს გაეზარდათ ფულადი დახმარება.
ასევე, 2025 წლიდან დამტკიცდა ,,პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა“. პროგრამის მიზანია შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, პერსონალური ასისტირების საშუალებით.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content