აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ გარე-განათების სამუშაოებისათვის განკუთვნილი სპეც-ტექნიკა- ევროსტანდარტების შესაბამისი ამწე-კალათა შეიძინა.
ამწე-კალათა ა(ა)იპ “აბაშის კეთილმოწყობის” სამსახურს უკვე გადაეცა.
აღნიშნულ სამსახურს მხოლოდ ერთი ერთეული სპეც-ტექნიკა ჰყავდა. ახალი ამწე-კალათა, როგორც ქალაქს ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებს სხვადასხვა პრობლემის შემთხვევაში, საჭიროების მიხედვით მოემსახურება.
„აბაშის მუნიციპალიტეტში, უახლოეს წლებში გარე განათების ქსელი საკმაოდ გაიზარდა. შეძენილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკა კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობას“ მომსახურება უფრო ეფექტური გახადოს, ასევე ხელს შეუწყობს გამართულ მუშაობას და შესაბამისად მოსახლეობის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას”,–განაცხადა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ.
ამ ეტაპისთვის აბაშის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 530 კმ-მდე გზაზე აღრიცხულია გარე განათების 13 000-მდე წერტილი.



