საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულს უსაფრთხო, მოსახერხებელი და გადაადგილებისთვის კომფორტული გზა ექნება.
სოფელ სამიქაოში, ჩორგოლაშვილების უბანში დასრულდა ასფალტის საფარის დაგება.
ასფალტის საფარი უკვე დაიგო დარცმელიძეების უბანშიც.
სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულში, პროექტის ფარგლებში, ჯამში, ამ ეტაპზე 2,5 კმ გზა მოასფალტდა.
უახლოეს მომავალში ასფალტის საფარი დაიგება სოფელ ზანათში, ახალსოფლის უბნის N6 ქუჩაზე.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content