საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

ამჯერად ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალსოფლის უბნის N6 ქუჩაზე დაიგო ასფალტის საფარი. კიდევ ერთი კომფორტული გზა შეემატა სოფელს.
პროექტის ფარგლებში ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო:
სოფელ საგვაზაოში #1 და ქუჩა #3 ქუჩებზე.
სოფელ ნაესაკოვოს N8 ქუჩაზე.
ქ. აბაშაში აკაკის ქუჩის IV შესახვევში.
სოფელ სამიქაოში დარცმელიძეებისა და ჩორგოლაშვილების უბანში.
პროექტის ფარგლებში ჯამში 12-კმ-მდე გზაზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 840 000 ლარი დაიხარჯა.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content