ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებით, აბაშის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით, აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ეზოში გაიმართა ღონისძიება – ,,ღვთისმშობლის სახე ქართულ პოეზიაში“.
ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებმა წმინდა ოთხთავის მიხედვით ისაუბრეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე, ასევე წაიკითხეს ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ლექსები.
ღონისძიებაში აბაშის სალოტბარო სკოლის აღსაზრდელები და ფოლკლორული ანსამბლი „ჯარგვალი“ მონაწილეობდნენ.

 

 

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content