სახალხო დღესასწაული “კონსტანტინეობა” -2025 გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კონსტანტინე გამსახურდიას 134 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახალხო დღესასწაული “კონსტანტინეობა” გაიმართა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გელა ხოშტარიასთან ერთად, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში არსებული მსოფლიო დონის კლასიკოსის, კონსტანტინე გამსახურდიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მწერლის ხსოვნას.
სადღესასწაულო ღონისძიებებს, სოფელ ძველ აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა. დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ მწერლის სახლ-მუზეუმი, სადაც მოწყობილი იყო სხვადასხვა შემეცნებითი სივრცე.
ღონისძიებას კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, პარლამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„კონსტანტინეობა” გალა-კონცერტით დასრულდა, რომელშიც ანსამბლ ,,ქართული ხმებთან” ერთად ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content