ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში საზეიმოდ აღინიშნა.
პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ზღაპრის გმირებს და ჩართულიყვნენ მრავალფეროვან გასართობ აქტივობებში, მოეწყოთ ფოტო სესია საყვარელ ზღაპრის გმირებთან.
საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა სხვადასხვა სახის სახალისო აქტივობა, მუსიკალურ კომპოზიციები და მოძრავი თამაშები წარმოადგინეს.
კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის, ხელოვნების სკოლის მოსწავლეების ჩართულობით ჩატარდა კონცერტი.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ვუსურვებთ მშვიდობიან და ბედნიერ ბავშვობას.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content