ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მაცხოვრისკარის ცენტრში, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივითა და ორგანიზებით, ზეთისხილის ხე დაირგო.
მერმა ზეთისხილის ხის დარგვის სიმბოლურ დატვირთვაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ამ ინიციატივის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.
„სოფლის ცენტრში ზეთისხილის ხის დარგვა მშვიდობის, სიძლიერისა და ერთიანობის სიმბოლოა. ეს ხე სოფელ მაცხოვრისკარს დაამშვენებს და მომავალ თაობებსაც გაახარებს” – აღნიშნა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ.